Tag Archives: ბოჭკოს

მეზაქსონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზაქსონი – (mesaxon ბერძნ.mesos – შუა და axon – ღერძი) შვანის უჯრედის ღარის საპირისპირო კიდეების ციტოპლაზმური მემბრანის შეხების დროს წარმოქმნილი ორმაგი მემბრანა – დუბლიკატურა, რო­მელშიც აქსონი ჩადის. შვანის უჯრედის შემდგომი ბრუნვა აქსონის გარშემო იწვევს ამ წყვილი მემბრანული სტრუქტურის დაგრძელებას კონცენტრული შრეებრიობის წარმოქმნით, რომელიც ნერვული ბოჭ­კოს მიელინური გარსია.

Read More

გულის დეფიბრილაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გულის დეფიბრილაცია – ზოგიერთი არითმიების მკურნალობის მეთოდი: გულმკერდის გავლით ხანმოკლე (0,01 წმ), მაღალი ძაბვის (7000 ვ – მდე) ელექტრული დენის გატარება.  იწვევს მიოკარდის ყველა ბოჭკოს ერთდროულ აგზნებას და გულის შეეკუმშვის სწორი რიტმის აღდგენას. მას იყენებენ გულის რიტმის სიცოცხლისათვის საშიში დარღვევების სალიკვიდაციოდ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More