Tag Archives: ბრონქიალური

ფილტვის სეკვესტრაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის სეკვესტრაცია – 1. (ლათ. Sequestratio განცალკევება, გამოცალკევება) განვითარების მანკი, რომლის დროსაც ფილტვის ქსოვილის უბანი ვითარდება ფილტვის ბრონქული სისტემიდან იზოლირებულად  და მისი სისხლით მომარაგება ხდება აბერანტული  სისხლძარღვით, რომელიც გამოდის აორტიდან. 2.  განვითარების თანდაყოლილი მანკი – ბრონქიალური სისტემიდან იზოლირებული ფილტვის უბანი, რომლის სისხლმომარაგებას ახდეს აორტიდან გამომავალი დამატებითი სისხლძარღვი.

Read More

ფილტვის (სუნთქვის) უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის (სუნთქვის) უკმარისობა – ფილტვის ფუნქციის დაქვეითება მისი ვენტილაციის შემცირებით და სისხლის აირების ცვლის შემცირებით, პირველ რიგში მასში ჟანგბადის უკმარისობით. სუნთქვის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს როგორც ქრონიკული ფილტვისმიერი დაავადებების, ასევე სუნთქვის რეგულაციის დარღვევის (ნერვული სიტემის დაზიანება), გულმკერდის ძვალ – კუნთოვანი აპარატის დაავადებების შედეგად. სუნთქვის უკმარისობა ვითარდება ქრონიკული ბრონქიტის,

Read More

რეოპულმონოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეოპულმონოგრაფია – (ბერძ. Rheos მიმდინარეობა, დენა + ლათ. Pulmo, pulmonis ფილტვი + grapho წერა, გამოსახვა)ფილტვის სისხლმიმოქცევისა და ფილტვის ვენტილაციის გამოკვლევის მეთოდი, რომელიც დამყარებულია  რეოგრაფიის პრინციპებზე და მდგომარეობს ფილტვის ქსოვილის წინაღობის ცვლილების გრაფიკულ რეგისტრაციაში მასში ცვლადი ელექტრული დენის გატარებისას პულსირებადი სისხლდინებისა და სუნთქვის პირობებში. მეთოდი გამოიყენება სხვადასხვა ბრონქიალური

Read More