Tag Archives: ბუშტი

ცისტოსტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტოსტომია – (ბერძ. Kystis შარდის ბუშტი + stoma პირი, ხვრელი; სინ.: ეპიცისტოსტომია)  შარდის ბუშტზე გარეთა ფისტულის შექმნის ქირურგიული ოპერაცია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცისტო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტო – (ბერძ. kystis – ბუშტი, შარდის ბუშტი) რთული სიტყვების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ღრუსთან, შარდის ბუშტთან დაკავშირებულს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცისტალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტალგია – (ბერძ. kystis – შარდის ბუშტი და algos – ტკივილი) ხშირი და მტკივნეული შარდვა, შარდის ბუშტის დაავადების ობიექტური ნიშნებისა და შარდში ცვლილებების არსებობის გარეშე. აღინიშნება ქალებში, ხშირად ვეგეტატიური დისფუნქციების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცისტადენომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტადენომა – (cystadenoma; ბერძ. Kystis ბუშტი + ადენომა; სინ.: ადენოცისტომა, ცისტური ადენომა) საკვეცხის კეთილთვისებიანი ეპითელური სიმსივნეების საერთო სახელწოდება, ერთი ან რამდენიმე ცისტის განვითარებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შისტოსომოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შისტოსომოზები – ტროპიკული ჰელმინთოზი, რომელსაც იწვევს ტრემატოდები. ადამიანის დასნებოვნება შისტოსომების ლავრებით ხდება ბანაობისას, თეთრეულის რეცხვის და წყალთან სხვა კონტაქტების დროს. ლავრის ჩანერგვის ადგილზე ვითარდება დერმატიტი. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ ვითარდება შისტოსომოზის ზოგადი სურათი: ცხელება, თავის ტკივილი, ტკივილები ზურგსა და კიდურებში, შემცივნება, ოფლიანობა, ჭინჭრის ცხელება, შესაძლებელია სუნთქვისა და გულ

Read More