Tag Archives: ბუშტუკ

ჭეშმარიტი ეგზემა

ჭეშმარიტი ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) ყველაზე ხშირი ლოკალიზაცია – მტევნების უკანა ზედაპირი და სახე. მწვავე პერიოდი გამოირჩევა ერითემატოზულ ფონზე მიკროვეზიკულების გამონაყრით. მათი გახსნის შემდეგ წარმოიქმნება წერტილოვანი ეროზიები (,,სეროზული ჭები’’), რომლებიც წვეთების სახით გამოყოფენ სეროზულ ექსუდატს. ანთებითი მოვლენების ჩაცხრომის პარალელურად ბუშტუკების რაოდენობა მცირდება, მათი ნაწილი შრება ქერქების წარმოქმნით, ხოლო დაზიანებულ უბნებზე ჩნდება წვრილი ქატოსებური

Read More

სათესლის ბუშტუკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სათესლის ბუშტუკები – / ჯირკვლები / (vesiculae glomeruli seminales) მამაკაცის სასქესო სისტემის დამატებითი ჯირკვლები, რო­მელთა კედლები შედგება ლორწოვანი, კუნთოვანი და ადვენტიციური გარსებისაგან; ლორწოვანი გარსის ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმი გამოიმუშავებს სეკრეტს, რომელიც სპერმას შეერევა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

რიტერის ექსფოლიაციური დერმატიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რიტერის ექსფოლიაციური დერმატიტი – (G. Ritter, გერმ. ექიმი; ბერძ. derma კანი +  – itis; ლათ. Exfoliare აშრევება; სინ.: რიტერის დაავადება, ახალშობილთა ექსფოლიაციური დერმატიტი) ახალშობილთა სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციების ერთ  –  ერთი ფორმა, რომელიც, როგორც წესი, გამოირჩევა მძიმე მიმდინარეობით და ხასიათდება გამოხატული ინტოქსიკაციით და კანის ადგილობრივი ცვლილებებით შეშუპების,

Read More

პინოციტოზური ბუშტუკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პინოციტოზური ბუშტუკები – (vesiculae pinocytoticae) სისხლძარღვთა ენდოთელიუმის მემბრანული ორგანელები, რომლებიც ხელს უწყობს სხვადასხვა ნივთიერებისა და მეტაბოლიტების ტრანსენ­დოთელურ ტრანსპორტს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ნეკროლიზი ეპიდერმული ტოქსიკური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეკროლიზი ეპიდერმული ტოქსიკური – (necrolysis epidermalis toxica; ბერძ. Necros მკვდარი + lysis დაშლა; ბერძ. Epiderma ეპიდერმისი; ბერძ. Toxikon შხამი; სინ.:ლაიელის სინდრომი, დათუთქული კანის სინდრომი) ტოქსიკურ – ალერგიული დერმატოზი, რომელიც ხასიათდება ეპიდერმისის ზედაპირული შრეების ნეკროზით. განასხვავებენ სტაფილოკოკურ და წამლისმიერ ეპიდერმალურ ტოქსიურ ნეკროლიზს. სტაფილოკოკური ეპიდერმალური ტოქსიური ნეკროლიზი ჩვილ და

Read More