Tag Archives: გადაადგილება

ცენტრომერა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტრომერა – (centrum – ცენტრი და ბერძნ. meros – ნაწილი) – ჩვეულებრივად ქრომოსომის პირველადი (ანუ ცენტრული) გადაზონრვის ადგილას მკვრივი სფერული სხეულაკი, რომელიც მართავს მის გადაადგილებას მიტოზის დროს. ცენტრომერების საშუალებით ქრომოსომები მაგრდება აქრომატული თითისტარას ძაფებზე. ცენტრომერები ქრომოსომებთან, აქრომატულ ძაფებთან და ცენტრიოლებთან ერთად შეადგენს მიტოზურ (ანუ გამყოფ) აპარატს. ცენტრომერების

Read More

ჩელაიდიტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩელაიდიტის სინდრომი – ვითარდება ფილტვების რეზექციის შემდეგ; როგორც მარჯვენა ჰემოთორაქსის და მარჯვენა ფილტვის ქვედაწილის მოცულობის შემცირების შედეგი. ვითარდება ბრონქოთორაკალური ფისტულა. რამდენიმე წლის შემდეგ ყალიბდება გართულებები, ნაწლავთა გადაადგილება, ტკივილი მუცელში, ანორექსია, მუცლის ბერვა და სხვ. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქონდრიოკინეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდრიოკინეზი – (chondriokinesis ბერძნ. chondros  –  მარცვალი და kinesis  –  მოძრაობა)  ქონდრიოსომების (მიტოქონდრიების) გადაადგილება მიტოზით გაყოფად ციტოპლაზმაში. ტერმინი შემოიღო (1936) ვილსონმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

უჯრედების ქემოტაქსისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების ქემოტაქსისი – (chemotaxis cellularum ბერძნ. chemia – ქიმია და taxis – მიმართულებითი გადაადგილება) – ზოგიერთი უჯრედის ამებოიდური მოძრაობა ამა თუ იმ ქიმიური გამაღიზიანებლის მიმართულებით ანდა მათგან უკუმიმართულებით. მოძრაობის მიმართულების მიხედვით არჩევენ დადებით და უარყოფით ქემოტაქსისს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ტერმინალიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტერმინალიზაცია – ქრომოსომების (terminalisatio chromosomatum)   ხიაზმების გადაადგილება ქრომოსომების ბოლოებისკენ მეიოზის პროფაზის მოგვიანებით სტადიაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა