Tag Archives: გადაადგილების

ტრაქეის (სასულეს) უცხო სხეულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრაქეის (სასულეს) უცხო სხეულები – ტრაქეის უცხო სხეულები, როგორც წესი, ფიქსირებული არ არინ და გადაადგილდებიან. ტრაქეის ბიფურკაციის დონეზე მოხვედრისას წაროიქმნება ხველის შეტევა, უცხო სხეული ზევით ვარდება და ხვდება ყიის ქვედა ზედაპირზე და მაშინ მოსმინება დამახასიათებელი ტკაცანა ხმა; გარდა ამისა, უცხო სხეულის გადაადგილების დროს  ზოგჯერ იგი იჭედება ყიაში.

Read More

სპარგანოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპარგანოზი – (sparganosis)ჰელმინთოზი ცესტოდოზების ჯგუფიდან; იწვევს პლეროცერკოიდები და ხასიათდება შინაგანი ორგანოების, თვალების, კანქვეშა უჯრედისის, კუნთების დაზიანებით.  ადამიანის დასნებოვნება ხდება წყალით, საკვებით (ფრინველის, ბაყაყის და სხვ. დაუმუშავებელი ხორცი), რომელიც შეიცავს პლეროცერკოიდებს. თვალის სპარგანოზის დროს ვითარდება ძლიერი ტკივილები, ცრემლდენა, შეშუპება და ქუთუთოს ფთოზი. ლავრების კანქვეშა უჯრედისში და კუნთებში პარაზიტობისას

Read More

მოძრაობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მოძრაობა – ცოცხალ ორგანიზმთა სივრცეში გადაადგილების პროცესი. შეიძლება იყოს აქტიური ან პასიური (ჰაერის, წყლის, სხვა ორგანიზმების და ა. შ. მეშვეობით) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მეტორიზისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტორიზისი – (metorisis ბერძნ.meta – შემდეგ და oriso – გამოსაზღვრა) მეზობელ ემბრიონულ ნერგებს შორის ფრონტალური საზღვრების გადაადგილების პროცესი. ფილო და ემბრიოგენეზის დროს, რომლის შედეგადაც ერთი ნერგის მასალა შესაძლებელია იყოს გან­ლაგებული იმ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე ეკავა სხვა ემბრიონულ ნერგს. მეტორიზისის ტიპური მაგალითია ექტოდერმული და ენდოდერ­მული ეპითელიუმის მასალის გადაადგილება

Read More

ლეიკოციტები

ლეიკოციტები – (leucocyti ბერძნ.leukos  –  თეთრი)  სისხლის თეთრი სფეროსებრი ფორმის უჯრედები, რომლებიც განსხვავდებიან აგებულებით, აქვთ სისხლის ნაკადიდან ქსოვილებსა და ორგანოებში აქტიური გადაადგილების უნარი, ასრულებენ დამცველობით ფუნქციას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი