Tag Archives: გადამუშავების

ქვანტური კომპიუტერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქვანტური კომპიუტერი – (ინტ.) information quality    ჰიპოთეზური კომპიუტერი, რომელიც იყენებს «გამოთვლების ქვანტური პარალელიზმის“ პრინციპს ცალკეული ან ბმული ქუბიტების გადამუშავების მიზნით; თავისი მახასიათებლების (სწრაფმოქმედება, მეხსიერების მოცულობა) დონის მიხედვით იგი რამდენიმე რიგით შეიძლება აღემატებოდეს დღევანდელ კომპიუტერებს; თუ  ასეთი კომპიუტერის შექმნა შესაძლებელი გახდა, არნახულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

Read More

სენსორული მეხსიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სენსორული მეხსიერება – (ფსიქოლოგია) (ლათ. . sensus – გრძნობა, შეგრძნება) – მეხსიერების ჰიპოთეტური ქვესისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გრძნობათა ორგანოებში შესულ  სენსორული გადამუშავების პროდუქტების შენახვას ძალიან ხანმოკლე დროის მანძილზე (ჩვეულებრივ ერთ წამზე ნაკლები). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებული საქმიანობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებული საქმიანობა – ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ნივთიერების შექმნის, გამოცდისა და სახელმწიფო ექსპერტიზის, სტანდარტიზაციის, აღრიცხვისა და რეგისტრაციის, წარმოების, შეფუთვის, ნიშანდებისა და ეტიკეტირების, ტრანსპორტირების, მოხმარების, ექსპორტისა და იმპორტის, გადამუშავების, გაუვნებელყოფის, განთავსების, შეზღუდვის, აკრძალვისა და გამოყენებიდან ამოღების პროცესებთან;  (საქართველოს კანონი საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ) გაფრთხილება! ბმულები:

Read More

კიბერნეტიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კიბერნეტიკა – (ინტ.) cybernetics მეცნიერება მართვის, კავშირისა და ინფორმაციის გადამუშავების შესახებ. თეორიული კიბერნეტიკის შესწავლის საგანია აბსტრაქტული კიბერნეტიკული სისტემები – ურთიერთდაკავშირებულ ობიექტთა სიმრავლე, რომლებსაც გააჩნიათ ინფორმაციის აღქმის, დამახსოვრების, გადამუშავებისა და ურთიერთგაცვლის უნარი. აბსტრაქტულობის მაღალი დონე და განყენებულობა სისტემის რეალური ფიზიკური ბუნებისაგან, საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ კიბერნეტიკის მეთოდები ისეთი თვისობრივად

Read More