Tag Archives: გადანაცვლება

ქუთუთოების და ორბიტის სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქუთუთოების და ორბიტის სიმსივნეები – (თვალის დაავ.)  კეთილთვისებიანი: ორბიტის ანგიომა, ათერომა, ოსტეომა. ავთვისებიანი: ქუთუთოების კიბო, ორბიტის სარკომა. სიმპტომები. ქუთუთოების კიბო ხშირად ლოკალიზებულია ქვედა ქუთუთოს შიგნითა კუთხესთან. თავდაპირველად მას გააჩნია მკვრივი კვანძის სახე ჭარბი გარქოვანებით, შემდეგ წარმოიქმნება მცირე ზომის, ნელა ზრდადი წყლული, რომელიც დაფარულია ადვილად მოცილებადი ქერქით; მოგვიანებით

Read More

ტვინის დისლოკაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინის დისლოკაცია – – თავის ტვინის გადანაცვლება, ტვინოვანი ნივთიერების დეფორმაციით, რაც გამოწვეულია ქალაშიდა წნევის მომატებით, ტვინის შეშუპებით, ჰიდროცეფალიით, სისხლჩაქცევით, სიმსივნით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სიკარის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიკარის სიმპტომი – დახველების დროს სისხლის თვალით შესამჩნევი გადანაცვლება კანქვეშა ვენებში კიდურების პერიფერიისაკენ; ნიშანია ვენური სარქველების უკმარისობისა ფეხის კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაფართოების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

საშვილოსნოს გადახრა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საშვილოსნოს გადახრა – საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა – მისი სიგრძივი ღერძის გადანაცვლება უკან ან წინ; ხშირად თან ახლავს საშვილოსნოს განუვითარებლობას და მცირე მენჯის ორგანოთა ანთებით დაავადებებს. შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის დარღვევა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

როტჩის ნიშანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როტჩის ნიშანი – (Th.  М.  Rotch,  ამერ. პედიატრი) გულის აბსოლუტური მოყრუების საზღვრის გადანაცვლება მარჯვნივ მეხუთე ნეკნთაშუა არეში; სიმპტომია ექსუდაციური პერიკარდიტისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა