Tag Archives: გადატანა

ფრენსისის (ანუ ფრანსისის) დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრენსისის (ანუ ფრანსისის) დაავადება – ტულარემია, კურდღლის ცხელება, კურდღლის დაავადება, იწვევს ტულარენსის ბაქტერია, ბაქტერიის რეზერვუარია ძუძუმწოვრები (განსაკუთრებით კურდღელი), გადამტანი კი  –  სხვადასხვა ფეხსახსრიანი. ადამიანზე გადატანა ხდება დაზიანებული კანიდან  –  ლორწოვანიდან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან და სასუნთქი გზებიდან. კლინიკური ფორმებია: ბუბონური, თვალ – ბუბონური, ანგიოზური, აბდომინური და ფილტვისმიერი.

Read More

ტრანსმისიული დაავადებანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრანსმისიული დაავადებანი – 1. ადამიანის და ცხოველების ინფექციური და პარაზიტული დაავადებანი, რომელთა გამომწვევები გადააქვთ ფეხსახსრიანებს. გამომწვევის გადატანის პროცესი შეიძლება იყოს სპეციფიკური (თუ გამომწვევი მრავლდება და განვითარების ციკლს გაივლის გადამტანის ორგანიზმში) და მექანიკური. გამომწვევის გადატანა ხდება კოღოს, რწყილის, მოსკიტის და ტკიპის კბენის შედეგად, კანსა და ლორწოვან გარსზე გადამტანის

Read More