ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სულიერი განწყობილება – (ფსიქოლოგია) შინაგანი მდგომარეობის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური კომფორტის სუბიექტური შეგრძნება. შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც რაღაცა განზოგადებულის შეფასებითი მახასიათებელი (კარგი, ცუდი, სიმხნევე, სისუსტე და სხვ.), ასევე როგორც ლოკალიზებული, განცდათა გარკვეულ ორგანოების, ფუნქციების, სისტემების მიმართ: სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დისკომფორტის ნიშნები, გარკევული მოტორული და კოგნიტიური აქტების შესრულების გაძნელება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარამნეზია – 1. (ფსიქოლოგია) (ბერძ. para – მახლობლად, mnesia – გახსენება) მეხსიერების სიცრუე, ,,ცრუ მოგონებები”. ყველაზე ხშირად პარამნეზიის ქვეშ იგულისხმება მეხსიერების დარღვევები, რომელთა დროს მოცემულ მომენტში მიმდინარე აღიქმება როგორც უკვე ოდესღაც მომხდარი. ნორმაში, პარამნეზიის წარმოქმნაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ემოციები და აფექტები, საკუთარი პიროვნების გავლენის გადაფასება ზოგიერთ, ადრე
მშობიარობის შემდგომი ფსიქოზები – ფსიქიკური დარღვევების ჯგუფი, რომელიც წარმოიქმნება მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ხშირად აღენიშნებათ პირველად მშობიარეებს. მის ეტიოლოგიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენდოკრინული გარდაქმნა და ვეგეტატიური ძვრები, სისხლის დაკარგვა, გახანგრძლივებული და მძიმე მშობიარობა, შიში, გადაღლა, მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა და სხვ. ხშირად ვითარდება მშობიარობიდან 2 – 3 კვირის შემდეგ; ფორმირდება ასთენოდეპრესიული, დეპრესიულ – პარანოიდალური სინდრომები, ზოგჯერ ამენცია, ვერბალური