Tag Archives: გადაყვანა

ჩირქოვანი ართრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩირქოვანი ართრიტი – სახსრის ჩირქოვანი ანთება, ვითარდება ინფექციის ჰემატოგენური ან ლიმფოგენური (ტრამვების დროს) გზით, სხვა კერიდან (ოსტეომიელიტი, ფლეგმონა) გავრცელების შედეგად. პროცესში ჩართული შეიძლება იყოს მხოლოდ სინოვიური გარსი (ჩირქოვანი სინოვიტი), სასახსრე კაფსულა ან ჩანთა, ძვლების სასახსრე ზედაპირები და, ბოლოს, სახსრის ყველა ელემენტი  –  პანართრიტი. უხშირესად ზიანდება მსხვილი სახსრები:

Read More

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

უცხო სხეულების ასპირაცია (ბავშვებში)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უცხო სხეულების ასპირაცია (ბავშვებში) – განსაკუთრებით ხშირად ხდება მარჯვენა ბრონქში (უფრო ფართოა). უცხო სხეული შესაძლოა იყოს როგორც ორგანული, ასევე არაორგანული ბუნების. კლინიკური სურათი. როგორც წესი, ადგილი აქვს სუნთქვის გაძნელებას, უეცრად წარმოქმნილ მკვეთრ ქოშინს (შეტევითი, ყოვანახველისებრი ტრაქეაში მოხვედრის დროს), ციანოზი, ხუთვა და გონების დაკარგვა. ხორხის სანათურის უცხო სხეულით

Read More

კოდის ტრანსლაცია

კოდის ტრანსლაცია – (ლათ.translatio  –  გადატანა, გადაყვანა) გენეტიკური ინფორმაციის გადაყვანა სპეციფიკური ცილების სტრუქტურად, რაც ხორციელდება დნმ – ისა და ინფორმაციული რნმ – ის მოლეკულების ურთიერთქმედების შედეგად ტრანსპორტული რნმ – ისა და რიბოსომების მონაწილეობით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ევაკუაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ევაკუაცია – რაიმე საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ან სხვა მიზეზთა გამო ადამიანთა ერთი ადგილიდან სხვა ადგილას ორგანიზებული, მიზნობრივი გადაყვანა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა