Tag Archives: გავლისას

ყიფლიბანდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყიფლიბანდი – – (ანატ.) თავის ქალას გაუძვლოვანებელი ნაწილი (სულ 6), რომელიც აერთებს ქალას ძვლებს ერთმანეთთან ახალშობილებში. მის ხარჯზე ნაყოფის თავი იკუმშება სამშობიარო გზებში გავლისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რეოჰეპატოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეოჰეპატოგრაფია – (ბერძ. Rheos მიმდინარეობა, დენა +hepar, hepatos ღვიძლი + grapho წერა, გამოსახვა) ღვიძლის სისხლის მიმოქცევის გამოკვლევის გრაფიკული მეთოდი, რომელიც დამყარებულია ღვიძლის ქსოვილის ელექტრული წინაღობის რხევის რეგისტრაციაზე მასში მაღალი სიხშირის დენის გავლისას. წარმოადგენს რეოგრაფიის კერძო სახეს; რეოჰეპატოგრაფია საშუალებას იძლევა გარკვეულწილად ვიმსჯელოთ ღციძლის სისხლძარღვოვან სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, მისი

Read More

რეოოფთალმოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეოოფთალმოგრაფია – (ბერძ. Rheos მიმდინარეობა, დენა +ophthalmos თვალი + grapho წერა, გამოსახვა; სინ.: ოფთალმორეოგრაფია) თვალის სისხლძარღვოვან გარსში სისხლის მიმოქცევის გამოკვლევის მეთოდი, რომელიც დამყარებულია  საერთო წინაღობის (იმპედანსი) ცვლილებების რეგისტრაციაზე ქსოვილებში მაღალი სიხშირის დენის გავლისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რეაბსორბცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეაბსორბცია – 1. (რე… და აბსორბცია) (ფიზიოლ.), პირველადი შარდიდან წყლისა და მასში გახსნილი ნივთიერებების უკუშეწოვა თირკმლის მილაკებში მისი გავლისას, რაც განაპირობებს საბოლოო , ორგანიზმიდან გამოსაყოფი შარდის წარმოქმნას . 150 – 180 ლ პირველადი შარდიდან წარმოიქმნება 1,0 – 1,5 ლ საბოლოო შარდი. გკუკოზა, ამინომჟავები, ვიტამინები, Na+, K+, Ca++

Read More

დიოპტრიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიოპტრიკა – (ბერძნ. dioptrika), ოპტიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სინათლის გარდატეხას ცალკეულ გარდამტეხ ზედაპირებში ან მათ სისტემაში გავლისას. ტერმინ ”დიოპტრიკას” ხშირად ხმარობენ თვალის მიმართ: თვალის დიოპტრიკა არის მოძღვრება თვალის როგორც ოპტიკური მოწყობილობის თვისებების შესახებ. [“1”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და

Read More