Tag Archives: გაზრდილი

ჰიპოფიბრინოგენემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიბრინოგენემია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლის შრატში ფიბრინოგენის შემცველობის შემცირებით (2 გ/ლ ნაკლები). ვლინდება გაზრდილი სისხლდენებით, ჭრილობების ძნელად შეხორცებით. მკურნალობა: მცირე სისხლდენებისას ეპსილონ – ამინოკაპრონისმჟავას შეყვანა, მნიშვნელოვანი სისხლდენებისას – იყენებენ ფიბრინოგენს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სისხლის დეპო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის დეპო – 1. ორგანოები (ღვიძლი, ელენთა, კანი) რომლებშიც შესაძლებელია ინახებოდეს საერთო სისხლმიმოქცევიდან იზოლირებული მთლიანი სისხლის დაახლოებით 50%. ორგანიზმის ჟანგბადისადმი გაზრდილი მოთხოვნილების დროს ან ჰემოგლობინის ნაკლებობისას სისხლი დეპო ორგანოებიდან გადადის საერთო სისხლმიმოქცევაში. 2. სისხლის დეპო  –  ორგანო – რეზერვუარი, სადაც გროვდება სისხლის მნიშვნელოვნი რაოდენობა, რომელსაც ეს ორგანო

Read More

ოსტეოგენური ნეფროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოგენური ნეფროპათია – კლინიკური სინდრომი: თირკმელების დაზიანება ოსტეოლიზით მიმდინარე დაავადებების დროს. განპირობებულია ორგანიზმიდან ფოსფატურ – კალციუმის მარილების გაზრდილი გამოყოფით. ვლინდება პოლიურიით, ნეფროკალცინოზით და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კლინომანია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კლინომანია – გაზრდილი მოთხოვნილება ძილისადმი, ასევე სწრაფვა საწოლში დიდხანს ყოფნისა ფხიზელ მდგომარეობაში. ხშირია ფსიქოგენური დარღვევების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა