Tag Archives: გაკვეთის

დიათერმოკოაგულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიათერმოკოაგულაცია – ქსოვილების კოაგულაციის მეთოდი მათი დაშლის, გაკვეთის ან მოკვეთის მიზნით, რომელიც დამყარებულია მაღალი სიხშირისა და დიდ ძალის ცვლადი ელექტრული დენის მოქმედებაზე და რაც იწვევს ქსოვილების ტემპერატურის მომატებას. იყენებენ სისხლდენების შესაჩერებლად, ზოგიერთი პათოლოგიური წარმონაქმნის მოსაცილებლად ან დასაშლელად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

გუნთერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გუნთერის დაავადება – ქრონიკული თანდაყოლილი (ფოტოსენსიტური) პორფირია, ერითროპოეზური პორფირია. ეკუთვნის გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს, გენი გადაიცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. ხშირია მამრობით სქესში. ბავშვს დაბადებიდან რამდენიმე დღის ან თვის შემდეგ აღენიშნება წითელი ფერის შარდი. დამახასიათებელია ძლიერი მგრძნობელობა სინათლისადმი, ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა კი შემცირებულია. ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ პორფირინებს.

Read More