Tag Archives: გამომტანი

პილოსებოცისტომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პილოსებოცისტომატოზი – (ლათ. Pilus თმა + sebum ცხიმი + ბერძ. kystis ბუშტუკი + – oma სიმსივნე + osis) დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხიმოვანი ჯირკვლების მრავლობითი კეთილთვისებიანი ცისტების არსებობით; გვხვდება იშვიათად, ძირითადად მამაკაცებში. წარმოიქმნება ეპიდერმისის მემკვიდრეობითი ნევოიდური დისპლაზიითა და წარმოადგენს ცხიმის ჯირკვლების ან მათი გამომტანი სადინრების კანქვეშა ცისტებს. დაავადება

Read More

პანკრეასის ჩართული სადინარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პანკრეასის ჩართული სადინარი – (ductus intercalatus / pancreatis / ) კუჭ უკანა ჯირკვლის გამომტანი სადინრების სისტემის დასაწყისი ნაწილი. აცინუსს აერთებს აცინუსებს შორის სადინრებთან. ჩართული სადინრის კედელი ამოფენილია ერთშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More