Tag Archives: გამომყოფ

ფილტვ – თირკმლის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვ – თირკმლის სინდრომი – ფილტვები და თირკმლები ძალზე სიმეტრიული ორგანოებია, აქვთ მსგავსი შენება (გლომერულები და ალვეოლები კაპილარული ქსელით). რიგ შემთხვევებში ასევე აღინიშნება მსგავსი მორფოლოგიური ცვლილებები და პათოლოგიური პროცესის ერთდროული მიმდინარეობა. მაგალითად, კოლაგენური დაავადებების, ტუბერკულოზის, სოკოვანი დაავადებების და სხვათა დროს. ვინაიდან მსგავსი პათოლოგიური პროცესები დაკავშირებულია ამ ორგანოთა

Read More

პარათირეოიდული ოსტეოდისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარათირეოიდული ოსტეოდისტროფია – (ლათ. Parathyreoideus ფარისებრახლო ჯირკვლის; ბერძ. Osteon ძვალი + dys – მოშლა + trophe კვება; სინ.: რეკლინჰაუზენის დაავადება) ჩონჩხის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჰიპერპარათირეოზით – პარათირეოიდული ჯირკვლების ჰიპერფუნქციით. დაავადებას განაპირობებს ორგანიზმში მინერალური, ძირითადად ფოსფორ – კალციუმისა და კოლაგენური ცვლის დარღვევები, სისხლში პარატჰორმონის ჭარბი რაოდენობით გამოყოფის გამო,

Read More

ვაკუოლი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვაკუოლი – (vacuola ლათ.vacuus  –  ცარიელი)  უჯრედის ციტოპლა­ზმაში სფერული ღრუ, რომელიც შემოსაზღვრულია ციტოპლაზ­მური მემბრანით და ამოვსებულია ჰომოგენური თხიერი შიგთავსით (უჯრედის სითხით). ვაკუოლების ზომა და მათი შიგთავსის ქიმიური შედგენილობა შეიძლება სულ სხვადასხვანაირი იყოს. წარმოქმნის მექანიზმის მიხედვით ვაკუოლები ან ციტოპლაზმური მემბრანის ნაო­ჭებია ციტოპლაზმის სიღ­რმეში (პინოციტოზური ბუშტუკები), ან გოლ­ჯის კომპლექსის

Read More

ამნიოგენეზი

ამნიოგენეზი – (amniogenesis ბერძნ.amnion – კრავი და genesis – ჩასახვა, წარმოქმნა) ამნიონის წარმოქმნის პროცესი; ადამიანსა და ადამიანის მსგავს მაიმუნებში მიმდინარეობს ჩანასახოვანი ფარის ფიალასებრი ჩაღრმავების კიდეების შერწყმის გზით. ამნიონი ასრულებს მკვებავ (ადრეულ სტადიებზე), დამცველობით, ენდოკრინულ (გამომ­ყოფ) ფუნქციებს, მონაწილეობს წყალ – მარილოვან ცვლაში და სხვ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More