Tag Archives: გამომწვევის

მელიოდიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მელიოდიოზი – ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერიის განსაკუთრებული სახე. გამომწვევის წყაროა ცხოველები. ადამიანის დასნებოვნება ხდება ინფიცირებული წყლით, საკვებით, საგნებით. მიმდინარეობს მძიმედ, მაღალი ცხელებით. დამახასიათებელია კანზე ჩირქოვანი გამონაყარი, აბსცესები რბილ ქსოვილებში, ფილტვებში. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკებითა და სულფანილამიდებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

კოლი – ინფექცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოლი – ინფექცია – ინფექციური დაავადება, გამოწვეული ნაწლავის ჩხირის შტამებით, რომელთაც გააჩნიათ პათოგენური თვისებები. დაავადება წარმოიქმნება წყლის ან საკვები პროდუქტების გამოყენებისას, რომლებშიც მოხდა გამომწვევის დაგროვება. ვლინდება მწვავედ განვითარებული დისპეფსიური დარღვევებით და ინტოქსიკაციით. სახიფათოა ადრეული ასაკის ბავშვებისათვის. შესაძლებელია აღინიშნებოდეს ნაწლავგარეშე გამოვლინებები: პიელონეფრიტი, მენინგიტი, სეფსისი და სხვ. გაფრთხილება! ბმულები:

Read More