Tag Archives: გამომწვევი

მენგოს მენინგოენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მენგოს მენინგოენცეფალიტი – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს თავის ტვინისა და მისი გარსების უპირატესი დაზიანებით. დაავადების გამომწვევია ვირუსი მენგო. ძირითადი რეზერვუარი ვირუსისა ბუნებაში არიან მღრღნელები; ვირუსის გადამტანები – კოღოებია. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის მაღალ ციფრებამდე მომატებით, თავის ტკივილით, ცნობიერების დარღვევებით; სწრაფად ვითარდება მენინგეალური და კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები.

Read More

ლიქენი

ლიქენი – კანის სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებათა აღმნიშვნელი ტერმინი, რომელთა დროს გამონაყრის ძირითად ელემენტს წარმოადგენს წვრილი, ქავილის გამომწვევი კვანძები, რომლებიც არ ტრანსფორმირდებიან სხვა სახის გამონაყრად. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი