ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუა ყურის მწვავე ანთება – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) ხშირად აღენიშნებათ ბავშვებს (განსაკუთრებით ძუძუს და ადრეულ ასაკში). პათოგენური მიკროორგანიზმები დაფის აპკზე ხვდებიან მწვავე სურდოს, ადენოიდური წანაზარდების, გრიპის, წითელას, ქუნთრუშას დროს. შუა ყურის ანთების მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება სურდო, ზოგადი ინფექციები, ორგანიზმის წინააღმდეგობის დაქვეითება. სიმპტომები და მიმდინარეობა.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გარეთა ოტიტი – არსებობს ორი ფორმა – შემოსაზღვრული და დიფუზური. შემოსაზღვრული გარეთა ოტიტი წარმოიქმნება ინფექციის შეღწევისას (ხშირად სტაფილოკოკისა) გარეთა სასმენი მილის ფიბროზულ – ხრტილოვანი ნაწილის თმის ფოლიკულებსა და ცხიმის ჯირკვლებში, რასაც ხელს უწყობს მცირე ტრავმები. გარეთა სასმენი მილის ფურუნკულები ხშირია შაქრიანი დიაბეტით, პოდაგრით, ჰიპოვიტამინოზით დაავადებულ პირებში. ზოგჯერ