Tag Archives: გამონაყარი

ქრონიკული მორეციდივე სტომატიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული მორეციდივე სტომატიტი – ლოყების, ტუჩების, ენის, პირის ღრუს ფსკერის ლორწოვანზე პერიოდული გამონაყარი ერთი ან რამდენიმე ელემენტის სახით (აფთები). ინტერმისიების ხანგრძლივობა სხვადასხვაა. ჩივილები დამოკიდებულია აფთების ლოკალიზაციაზე. განვითარების ციკლია 3 – 4 კვირა. გამონაყარი რეციდივებს იძლევა მრავალი წელი. მკურნალობა სიმპტომატურია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ქორიომენინგიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიომენინგიტი – თავის ტვინის გარსების ანთება, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი წნულების პროცესში ჩართვით. მისი გამომწვევია ვირუსი. კლინიკურად ვლინდება თავის ინტენსიური ტკივილებით, თავის ტვინის გარსების გაღიზიანების სიმპტომებით, მაღალი ლიმფოციტარული პლეოციტოზით თავზურგტვინის სითხეში. შესაძლოა აღინიშნებოდეს აგრეთვე კანზე გამონაყარი, ალოპეცია, პნევმონია, პაროტიტი, ორქიტი, მიოპერიკარდიტი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია;  მკურნალობა სიმპტომატურია.  პროგნოზი – კეთილსაიმედო.

Read More