Tag Archives: გამოსვლა

ციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოზი – 1. (cytosis ბერძნ. cytos – უჯრედი) ნივთიერებათა შესვლა უჯრედში ან მისგან გამოსვლა არა დიფუზიის გზით, არამედ პინოციტოზისა და ფაგოციტოზის მეშვეობით. არჩევენ ენდოციტოზსა (ნივთიერებების შესვლას უჯრედებში) და ეგზოციტოზს (ნივთიერებების გამოსვლას უჯრედებში). ტერმინები შემოიღო ა.ნოვიკოვმა (1963). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

უჯრედების რეკრეცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების რეკრეცია – (recretio cellularum ლათ.re – ხელახლა და cretio – გამოყოფა) –  უჯრედებიდან ნივთიერებების გამოსვლა, რომლებიც უჯრედშიგა მეტაბოლიზმის პროცესში თავის ქიმიურ თვისებებს არ იცვლიან (მაგ., წყლის). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ტრანსსუდაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრანსსუდაცია – სისხლის თხიერი ნაწილის გამოსვლა კაპილარებიდან და ვენულებიდან ქსოვილთა ნაპრალებში და სხეულის ღრუებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რეანიმაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეანიმაცია – 1. სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსი, რომლებიც მიმართულია ჩამქრალი ან თითქმის ჩამქრალი, ორგანიზმის სასიციცხლო მნიშვნელობის ფუნქციების აღსადგენად. 2. რეანიმაცია – ავადმყოფის განსაკუთრებით კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა. 3. რეანიმაცია – ტერმინალური მდგომარეობის დროს  ჩატარებული ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენის კომპლექსურ ღონისძიებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

პროლაბირება თავის ტვინის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროლაბირება თავის ტვინის – (ლათ. Prolabor წინ წაწევა) თავის ტვინისა და მისი გარსების გამოსვლა ქალას დეფექტიდან გარეთ. აღინიშნება ქალა – ტვინის ზოგიერთი ტრავმის დროს, ზოგჯერ ვითარდება ნეიროქირურგილი ოპერაციის შემდეგ, მათ შორის ინფექციური გართულებების დროს (ენცეფალიტი, აბსცესები და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More