Tag Archives: გამოყოფის

ქოლესტაზი

ქოლესტაზი – (ბერძ. chole – ნაღველი და stasis – შეგუბება)  პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ნაღვლის გადასვლის შემცირებით თორმეტგოჯა ნაწლავში მისი წარმოქმნის, ექსკრეციის და (ან) გამოყოფის დარღვევის გამო. შესაძლებელია იყოს ღვიძლგარეშე (სანაღვლე გზების კენჭებით დაცობისას) და ღვიძლშიდა (ჰეპატიტები, ქოლანგიტები), ასევე მწვავე და ქრონიკული, სიყვითლით და უსიყვითლოდ მიმდინარე. გამოვლინებები: კანის ქავილი, სიყვითლე, შეწოვის დარღვევა, ქსანთომები, სისხლის ბიოქიმიური

Read More

უჯრედის სეკრეცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის სეკრეცია – (secretio cellulae ლათ.secretio – გამოყოფა) – ორგანიზმისათვის საჭირო სპეციფიკური ნივთიერებების, სეკრეტების უჯრედშიგა წარმოქმნის (გოლჯის კომპლექსის მონაწილეობით) და უჯრედის ფარგლებს გარეთ შემდგომი გამოყოფის პროცესი. იხ.სეკრეციული ჩანართები. აღსანიშნავია, რომ სეკრეტების წარმოქმნაში მონაწილეობს უჯრედის ყველა ორგანოიდი, მთლიანად უჯრედი (იხ.უჯრედშიგა კონვეიერი). ამ პროცესში ერთ – ერთი საბოლოო ეტაპია

Read More

უროდინამიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უროდინამიკა – (ბერძ. Uron შარდი + dynamikos ძალასთან დაკავშირებული) ორგანიზმიდან შარდის აქტიური გამოყოფის პროცესი თირკმლის ფიალების, თირკმლის მენჯის, შარდსაწვეთების, შარდის ბუშტისა და შარდსადენის ნერვ – კუნთოვანი აპარატის კოორდინირებული მოქმედების შედეგად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ურეთროსტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურეთროსტომია – (ბერძ. Urethra შარდსადენი + stoma პირი, ხვრელი, გასავალი) მუდმივი ურეთრალური ხვრელის შექმნა შარდის გამოყოფის მიზნით შადსადენის წინა ნაწილის ობლიტერაციის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტირგსტირუპის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტირგსტირუპის სინდრომი – ინტრაჰეპატური მორეციდივე კეთილთვისებიანი ქოლესტაზი. მემკვიდრეობითი ფიზიკო – ქიმიური დეფექტი, რაც მდგომარეობს ღვიძლის უჯრედებიდან და მცირე სანაღვლე სადინრებიდან შეკავშირებული ბილირუბინის გამოყოფის დარღვევაში, შესაძლოა გადაცემის ავტოსომურ – რეცესიული ხასიათი. ნიშნები: მოინტერნირე სიყვითლე მაღალი ბილირუბინემიით. სისხლში მომატებულია პირდაპირი ბილირუბინი, ჰეპატომეგალია, კანის  ქავილი. ზოგჯერ პირველად ვლინდება ორსულობის დროს.

Read More