Tag Archives: განაყოფიერების

გამეტოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გამეტოპათიები – თანდაყოლილი დაავადებების ჯგუფი, რომელთა განვითარება განპირობებულია გენეტიკური მასალის ცვლილებებით სასქესო უჯრედების მომწიფების პროცესში (გამეტოგენეზი) ან განაყოფიერების დროს და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (ზიგოტის) დაყოფის პირველ სტადიებზე; შესაძლებელია იყოს ქრომოსომთა რიცხვის (პოლიპლოიდია ან ანეუპლოიდია) ან ქრომოსომების აგებულების (სტრუქტურული ქრომოსომული აბერაციები) დარღვევები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

გამეტა

გამეტა – მომწიფებული სასქესო უჯრედი; განაყოფიერების პროცესში გამეტების შერწყმით იწყება ახალი ორგანიზმის განვითარება მშობლების გენური პროგრამის მიხედვით.გამეტები – (gametae ბერძნ.gametes – მეუღლე – ქმარი და gamete – მეუღლე – ცოლი) მამრობითი და მდედრობითი სასქესო უჯრედები – (სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი). იხ. უჯრედები სასქესო. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) (1)

Read More