Tag Archives: განახლება

რეპლიკაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეპლიკაცია – (ინტ.) replicationმონაცემთა ბაზის დუბლირება რამოდენიმე სერვერზე, რაც ზრდის ინფორმაციის მოპოვების ეფექტურობას, მაგრამ იმისათვის, რომ ასეთი დუბლირება ნამდვილად სარგებლობის მომტანი იყოს, საჭიროა ასლთა რეგულარული განახლება და სინქრონიზაცია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

კამბიური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კამბიური უჯრედები – (cellulae cambiales ლათ.cambium  –  შეცვლა, განახლება)  განვითარების დიდი პოტენციის მქონე მცირედ დიფერენცირებული უჯრედები, რომლებითაც უჯრედის აგებულების ქსოვილოვან ეტაპზე სპეციალიზებული უჯრედების დაღუპვის ხარჯზე ხდება ქსოვილთა უჯრედული შემადგენლობის განახლება ფიზიოლოგიური და რეპარაციული რეგენერაციის პირობებში. მათ ახასია­თებს ცხოველმყოფელობის ვეგეტატიური მხარე (გამრავლება, ზრდა) და მუდმივ ყოფნა მიტოზურ ციკლში.

Read More

კამბიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კამბიუმი – (cambium ლათ.cambium  –  შეცვლა, განახლება)   მცირედდიფერენცირებული უჯრედების ერთობლიობა რომელიმე ქსო­ვილის შემადგენლობაში, რის ხარჯზეც მიმდინარეობს მისი უჯრედული შედგენილობის განახლება ფიზიოლოგიური და რეპარაციული რეგე­ნერაციის დროს. კამბიუმი  –  ქსოვილოვან ეტაპზე სპეციალიზებული უჯრედების წარმოქმნის წყაროა, განვითარე­ბის დიდი პოტენციის მქონე მცირედდიფერენცირებული უჯრედებია. მას ახასიათებს ცხოველმყო­ფელობის ვეგეტატიური მხარე (გამრავლება, ზრდა) და

Read More