Tag Archives: განვითარებას

რეტარდაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტარდაცია – (ლათ.retardatio  –  შენელება, შეჩერება)   ნიშნავს­ განვითარების შენელებას ან ამა თუ იმ ნიშნის უფრო გვიან განვითარებას წინაპრების ფორმებთან შედარებით. (მაგ., ძუძუმწოვრებში სასქესო ორგანოების უფრო მოგვიანებით ჩანერგვა, ადამიანში სიბრძნის კბილების უფრო გვიან ჩანერგვა და სხვ.). რეტარდაცია ჰეტეროქრონიის ერთ – ერთი ფორმაა. იხ. აქცელერაცია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More

პროლაქტინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროლაქტინი – (სინ.: ლაქტოგენური ჰორმონი, ლუთეოტროპული ჰორმონი, ლუთეოტროპინი, მამოტროპინი) ჰიპოფიზის წინა წილის მიერ პროდუცირებული ცილოვანი ბუნების ჰორმონი; გააჩნია მაღალი ბიოლოგიური აქტივობა. პროლაქტინი ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლების ზრდას და განვითარებას, ააქტიურებს ლაქტაციას, ასტიმულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ზრდასა და ფუნქციას, ასევე შინაგანი ორგანოების ზრდას. არეგულირებს რეპროდუქციულ პროცესებს, ასტიმულირებს დედობრივი ინსტიტიქტის გამოვლინებას.

Read More