Tag Archives: განივზოლიანი

ტროპონინი Т

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტროპონინი Т – ცილა, რომელიც მონაწილეობს განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვის რეგულაციის პროცესში. წარმოადგენს მიოკარდის დაზიანების მაღალმგრძნობიარე მარკერს (კარდიომარკერი). სისხლში დაზიანებული კარდიომიოციტიდან ტროპონინი Т – ს გამოთავისუფლების დინამიკა ისეთია, რომ ეს მოლეკულა სისხლში ვლინდება  გულის შეტევის მომენტიდან 2,5 საათში და ნარჩუნდება  14 დღემდე. მოცემული მაჩვენებელი გამოიყენება მიოკარდის ინფარქტის დიაგნოსტიკაში,

Read More

ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიადა – (trias ბერძნ.trias, triados  –  რიცხვი სამი, სამიანი)   განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილის სტრუქტურა, რომელიც შედგება ერთი T – სისტემისა და L – სისტემის (სარკოპლაზმური ბადის) ორი მილაკისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More