Tag Archives: გარეგანი

ატროფია

ატროფია – ორგანოს ან ქსოვილის ზომების შემცირება. შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, გამოწვეული ასაკობრივი ცვლილებებით, საერთო პათოლოგიური (მაგ. გამოწვეული შიმშილით) ან ადგილობრივი (ლოკალური), გამოწვეული გარეგანი ან შინაგანი ფაქტორებით, დაავადებებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ავადმყოფობა

ავადმყოფობა – ამ ტერმინით აღნიშნავენ ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობის ნებისმიერ დარღვევას, რომელიც გამოწვეულია შინაგანი ან გარეგანი ფაქტორებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი