Tag Archives: გარქოვანებული

ეპიდერმოიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიდერმოიდი – კანის ცისტა, რომლის შიგნითა ზედაპირი ამოფენილია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელით, ხოლო შემცველობა წარმოდგენლია გარქოვანებული ქერცლებით. წარმოადგენს სიმსივნისმაგვარ რბილ, მრგვალ წარმონაქმნს. დიაგნოზი დგინდება კლინიკური სურათითა და ჰისტოლოგიური გამოკვლევით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ეპიდერმისის რქოვანა შრე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიდერმისის რქოვანა შრე – (stratum corneum ლათ. cornu – რქა) მრავალშრიანი ბრტყელი გარქოვანებული ეპითელიუმის ყველა­ზე ზედაპირული შრე. შედგება რქოვანა ქერცლებისაგან (squamula cornea) – გარქოვანებული ეპიდერმოციტებისაგან, რომელთა რაოდენობა ხელისა და ფეხის გულებზე ჭარბობს ყველა დანარჩენ შრეს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More