Tag Archives: გარშემორტყმულია
ტოგავირუსები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოგავირუსები – (Togaviridae)ვირუსთა ოჯახი, რომელიც მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ ჯგუფს; შეიცავს ერთჯაჭვიან რიბონუკლეინის მჟავას და ნუკლეოკაპსიდს, გარშემორტყმულია ლიპოპროტეიდული გარსით; მათ მიეკუთვნება ადამიანის მრავალი არბოვირუსული დაავადებების გამომწვევები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ნაოფლი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაოფლი – (კანისა და ვენ. დაავ.) კანის არაანთებით უბანზე დიდი რაოდენობით, ფეტვის მარცვლის ოდენობის, დაჯგუფებული ან გაფანტული ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომლებიც შეიცავენ გამჭვირვალე შიგთავსს. ვითარდება ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადებების, ძლიერი გადახურების (ბავშვის შეფუთვნა), ჰაერის ტემპერატურის მომატების დროს. დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს რქოვანა შრის გაჯირჯვების შედეგად, საოფლე ჯირკვლების
დარიერ – როსის დაავადება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დარიერ – როსის დაავადება – ანუ სინდრომი. კეთილთვისებიანი გრანულომატოზი, ეპითელოიდურ – უჯრედოვანი ქრონიკული რეტიკულო – ენდოთელიოზი, კეთილთვისებიანი მილიარული ლუპოიდი, ეპითელოიდური გრანულომატოზი, ატიპიური ტუბერკულოზი – უვნობი ეტიოლოგიის ქრონიკული დაავადება. ხასიათდება ლიმფური სისტემის, შინაგან ორგანოებისა და კანის დაზიანებით, სპეციალური გრანულების წარმოშობით, რომლებიც გარშემორტყმულია ჰიალინის ფენით. სინონიმებია: შაუმანის კეთილთვისებიანი ლიმფოგრანულომატოზი,
ბალთა მოხუცებულობითი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბალთა მოხუცებულობითი – (plax senilis) უჯრედშორისი ნივთიერების უსტრუქტურო დაგროვება ტვინის ქსოვილში, რომელიც გარშემორტყმულია გასქელებული აქსონების წნულით და მაკრო – და მიკროგლიის ბირთვებით; ვლინდება მოხუცებულობითი ჭკუასუსტობის დროს, უპირატესად თავის ტვინის ქერქის შუბლის წილებში, ჰიპოკამპში და იშვიათად, ქერქქვეშა წარმონაქმნებში. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3.