Tag Archives: გაღიზიანება

პოლიესთეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიესთეზია – მგრძნობელობის დარღვევა, რომლის დროსაც ერთი წერტილის გაღიზიანება აღიქმება როგორც მრავალი წერტილის გაღიზიანება. ნიშანია მგრძნობიარე გამტარების დაზიანებისა პერიფერიულ ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პაროქსიზმი

პაროქსიზმი – (ფსიქოლოგია) (ბერძ. paroxusmos – გაღიზიანება) 1. რაიმე ავადმყოფური პროცესის უეცრად განვითარებული გამწვავება, გაძლიერება; 2. რაიმე ემოციის განცდის მწვავე ფორმა (მაგალითად, სასოწარკვეთა, მძვინვარება, შერძწუნება და ა. შ.) 3. დაავადების ნიშნების უეცარი, განმეორებითი წარმოქმნა ან გაძლიერება, დროის შედარებით ხანმოკლე ინტერვალში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი