Tag Archives: გაღიზიანებისას

ჰისტიოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტიოციტები – (histiocyti ბერძნ. histos  –  ქსოვილი და cytos  –  უჯრედი; სინ.მაკროფაგები, ცთომილი უჯრედები მოსვენებულ მდგომარეობაში, კლაზმატოციტები, პოლიბლასტები, ნეფროფაგოციტები) ფაშარი ჩამოუყალიბებელი შემაერთებელი ქსოვილის ზოგიერთი ძირითადი უჯრედული ფორმა, რომელთაც აქვთ უნარი, გაღიზიანებისას გადაიქცნენ მაკროფაგებად და დააფაგოციტონ ქსოვილოვანი დაშლის პროდუქტები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა

Read More

ჩადოკის რეფლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩადოკის რეფლექსი – ტერფის დიდი თითის გაშლა კოჭის ქვედა გარე მიდამოს  კანის შტრიხისებრი გაღიზიანებისას; აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის პირამიდული გზები დაზიანების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ღებინება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღებინება – კუჭის შიგთავსის უნებლიე, ბიძგისმაგვარი ამოსროლა პირიდან. აღნიშნული აქტი რეგულირდება სპეციალური ღებინების ცენტრის მიერ, რომელიც კოორდინაციას უწევს პილორუსის, კუჭის მუსკულატურის, აგრეთვე სასუნთქი და მუცლის პრესის კუნთების შეთანხმებულ შეკუმშვებს. ღებინება შესაძლოა განვითარდეს რეფლექტორულად ისეთი ზონების გაღიზიანებისას, როგორებიცაა ენის ძირი, რბილი სასა, კუჭის, ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი გარსი და

Read More

ფოტოფობია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოტოფობია – ორი სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების საერთო სახელწოდება: 1. თვალის მომატებული მგრძნობელობა სინათლისადმი; 2. ცოფით დაავადებულებში კრუნჩხვების წარმოქმნა სინათლით გაღიზიანებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მარინესკუ – რადოვიჩის რეფლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარინესკუ – რადოვიჩის რეფლექსი – ნიკაპის კუნთის შეკუმშვა ხელიგულის კანის შტრიხისებრი გაღიზიანებისას დიდი თითის შემაღლების მიდამოში. მიეკუთვნება ორალური ავტომატიზმის რეფლექსებს და წარმოიქმნება თავის ტვინის დიფუზური ან მულტოფოკალური დაზიანებისას. ნორმაში აღინიშნება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში და ხანში შესულებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More