Tag Archives: გენეტ

ანალიზი გენომური

ანალიზი გენომური – გენეტიკური ანალიზის ნაწილი, რომელიც შეისწავლის მოცემულ გენოტიპში გენომების რიცხვს და ქრომოსომების რაოდენობას ყოველ გენომში; გამოიყენება სამედიცინო გენეტიკაში მემკვიდრეობითი დაავადების დიაგნოსტიკისათვის. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ადამიანის გენეტიკა

ადამიანის გენეტიკა – გენეტიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის ნორმალური და პათოლოგიური ნიშან – თვისებების მემკვიდრეობითობას და ცვალებადობას. სამედიცინო გენეტიკა შეისწავლის მემკვიდრეობით დაავადებებს, მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს. (1) ადამიანის გენეტიკა (human genetics) – გენეტიკის განყოფილება, რომლის კვლევის ობიექტია ადამიანი. ადამიანის გენეტიკა უშუალოდ არის დაკავშირებული სამედიცინო გენეტიკასთან. (2) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .