მარტორელის სინდრომი – (F. Martorell, ესპ. ქირურგი) წვივის წინა გვერდითი ქვედა მესამედის წყლული, რომელიც ვითარდება იშემიის შედეგად, რომელიც თავის მხრივ გამოწვეულია ჰიპერტონიით დაავადებულებში არტერიოლების ობლიტერაციით; ხშირია ქალებში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპონიქიუმი – (eponychium ბერძნ.epi – ზევით და onychos – ფრჩხილი) ფრჩხილზედა ფირფიტა, განვითარების ადრეულ სტადიაზე ემბრიონის ფრჩხილის თავისუფალი ზედაპირის მფარავი, გარქოვანებული უჯრედების თხელი შრე, რომელიც თითქმის ქრება. რჩება მხოლოდ მისი გვერდითი ნაწილები, დაკავშირებული ფრჩხილის ფირფიტასთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)