Tag Archives: გონების

როზენტალის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როზენტალის სინდრომი – (С. Rosenthal, გერმ. ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი)პაროქსიზმების სახით წარმოქმნილი მკვეთრი მხედველობითი, იშვიათად ვერბალური ან ტაქტილური ჰალუციანციების, აფექტის შიშის და კატალეპტური დარღვევების  წარმოქმნა, რომელსაც თან არ ახლავს გონების დაბინდვა; აღინიშნება მაგ. შიზოფრენიის ზოგიერთი ფორმების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოსტიქტალური მდგომარეობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტიქტალური მდგომარეობა – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება გენერალიზებული ტონურ – კლონური ეპილეფსიური შეტევების შემდეგ. ხასიათდება გონების თანდათანობითი დაბრუნებით. შესაძლებელია გამოვლინდეს ძილიანობით, დამუხრუჭებით, ცნობიერების დათრგუნვით და სხვ. ხშირად ვითარდება ღრმა ძილი, რის შემდეგაც ავადმყოფები გრძნობენ დამტვრეულობას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More