Tag Archives: გორგალი

გორგლის გამომტანი არტერიოლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გორგლის გამომტანი არტერიოლა – (arteriola glomerularis efferens ლათ.glomerulus – გორგალი) კაპილარული გორგლიდან აგროვებს სისხლს. თირკმლის ქერქოვან ნეფრონებში გამომტანი გორ­გლის არტერიოლის დიამეტრი რამდენადმე უფრო მცირეა, ვიდრე მომ­ტან­ არტერიოლაში, ხოლო იუქსტამედულურ ნეფრონებში არტერიო­ლების დიამეტრი მიახლოებით ერთნაირია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More

გორგალი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გორგალი – (glomerulus corpusculi renis) თირკმლის სხეულაკის მომტან და გამომტან არტერიოლებს შორის მდებარე თირკმლის სხეულაკის 100 – მდე სისხლის კაპილარისაგან შემდგარი კაპილარული ბადე. ამოფენილია ფენესტრირებული ენდოთელიოციტებით. ფილტ­რაციის საშუალებით მონაწილეობს შარდის წარმოქმნაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გორგალი – (glomerulus) ნათხემის

Read More