Tag Archives: გროვდება

შუამდებარე ადენოჰიპოფიზის შუა წილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუამდებარე ადენოჰიპოფიზის შუა წილი – (pars intermedia)   მრავალშრიანი ეპითელიუმის ვიწრო ზოლი. ადენოციტები გამოიმუშავებს სეკრეტს, რომელიც უჯრედებს შორის გროვდება კოლოიდური მასის მსგავსად. შუა წილი შეიცავს მელანოციტომასტიმულირებელ ჰორმონს და ლიპოტროპინს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ქრომაფინური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომაფინური უჯრედები – (chromaffinocyti ლათ. chromum  –  ქრომი და ბერძნ. affinis  –  მონათესავე) თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების  უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ადრენალინსა და ნორადრენალინს. ორქრომმჟავა კალიუმის ხსნარით დამუშავების დროს ამ  უჯრედების ციტოპლაზმაში გროვდება აღდგე­ნილი ქრომის რუხი ნალექი, აქედან წარმოდგება სახელწოდებაც. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More

ქოლემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლემია – ორგანიზმის თვითმოწამვლა ნაღვლის შემადგენელი ნაწილებით, უპირატესად ნაღვლის მჟავებით, რომელიც გროვდება სისხლში ნაღვლის შეგუბებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს; ვლინდება კანის ქავილით, პულსის შენელებით, არტერიული წნევის დაცემით, სიყვითლით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული – (folliculus \glandulae thyroideae\)  სხვადასხვა ზომის, ღრუს შემცველი სფეროსებრი დახშული წარმონაქმნი, რომლის კედელს ერთშრიანი კუბური ეპითელიუმი ქმნის. ფოლიკულის ამომფენ ეპითელურ უჯრედებს თიროციტები (thyrocyti) ეწოდებათ. ფოლიკულის ღრუში გროვდება სეკრეციის პროდუქტი  –  კოლოიდი (colloidum). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

ტრანსუდატი

ტრანსუდატი – სისხლისა და ლიმფის შეგუბების შედეგად წარმოქმნილი სითხე, რომელიც გროვდება სხეულის ღრუებში. წარმოიქმნება ანთებითი ცვლილებების გარეშე, რითაც გამონაჟონებისაგან განსხვავდება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი