Tag Archives: გულისრევითკლიტორი

კლებსიელოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კლებსიელოზი – ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია პირობით პათოგენური მიკროორგანიზმებით – კლებსიელებით. მიმდინარეობს გასტროენტერიტის სახით. ვლინდება გულისრევით, ღებინებით, ტკივილით მუცელში, ფაღარათით, სხეულის ტემპერატურის მომატებით. დასუსტებულ პირებში შესაძლებელია ფილტვების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, სეფსისის განვითარება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ექსპულსიური ჰემორაგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსპულსიური ჰემორაგია – (ბერძ. Haimorrhagia; ლათ. expulsio გამოდევნება) სისხლდენა სუპრაქორიოიდალურ სივრცეში (თვალის სისხლძარღვოვან გარსსა და სკლერას შორის). წარმოადგენს ოპერაციის იშვიათ, მძიმე გართულებას, რომელიც მიმდინარეობს თვალის კაკლის გაკვეთით (კატარაქტის ექსტრაქცია და სხვ.). შესაძლოა წარმოიქმნას ოპრაციის დროს, მაგრამ უფრო ხშირად ვითარდება ადრეულ ოპერაციის შემდგომ პერიოდში. დაავადება ვლინდება თავისა და

Read More