Tag Archives: გულისხმობს

ნეოპრეფორმიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეოპრეფორმიზმი – კონცეფციაა, რომლის თანახმად, ინდივიდუალური განვითარება დაყვანილია ადრე არსებულ მემკვიდრეობით ფაქტორთა (ვეისმანის „დეტერმინანტი“ გენები და სხვ.) განაწილებამდე უჯრედებს შორის მათი არათანაბარი მემკვიდრეობითი გაყოფის გზით. სინამდვილეში, უჯრედთა დიფერენცირება გულისხმობს არა გენების განაწილებას, არამედ მათ ურთიერთქმედებასა და ორგანიზმის განვითარების პირობებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More

მემკვიდრეობითობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მემკვიდრეობითობა – ობიექტურად აუცილებელი კავშირი ახალსა და ძველს შორის განვითარების პროცესში, უარყოფის უარყოფის კანონის ერთ – ერთი ყველაზე არსებითი ნიშანთაგანი. მეტაფიზიკისაგან განსხვავებით უკვე მატერიის მოძრაობის ფორმათა გენეზისი გვიჩვენებს, რომ მოძრაობის ყოველი მაღალი ფორმა, რომელიც მემკვიდრეობითაა დაკავშირებული დაბალ ფორმებთან, მათ კი არ აუქმებს, არამედ შეიცავს და იქვემდებარებს. დიალექტიკურად

Read More

ინტერნეტის მოწესრიგება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინტერნეტის მოწესრიგება – (ინტ.) sorting of Internet ქსელური საინფორმაციო სივრცის შინაგანი მოწყობა, რაც გულისხმობს ძირითადი საინფორმაციო კვანძების სტრუქტურირებას, გადაჯგუფებას და კონსოლიდაციას გარკვეული თემების მიხედვით. საინფორმაციო რესურსების კონსოლიდაცია ადამიანის საქმიანობის კონკრეტული სფეროების (მაგალ. მეცნიერების, განათლების, ეკონომიკის, ხელოვნების, პოლიტიკის) გარშემო ხდება. კონსოლიდაციის წერტილებია ამ სფეროთა დარგები (სახეები, ტიპები). ასეთი

Read More

დაკვირვება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დაკვირვება – გარე სამყაროს მიზანდასახული და ორგანიზებული აღქმა, რომელიც მეცნიერული კვლევის პირველად მასალას იძლევა და შეიძლება იყოს მარტივი და რთული, უშუალო და გაშუალებული, შეერთებული ექსპერიმენტთან. მაგრამ ექსპერიმენტისაგან განსხვავებით დაკვირვების პროცესში გამორიცხულია სუბიექტის ჩვეულებრივი ზემოქმედება ობიექტზე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში (ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური და ა. შ. დაკვირვებისას) ეს გარემოება ნაკლად

Read More

არაკავას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არაკავას სინდრომი – ფერმენტოპათია. გულისხმობს ერითროციტული ფორმიმინოტრანსფერაზის დეფიციტის ნიადაგზე ჩამოყალიბებულ კლინიკურ სიმპტომოკომპლეხსს: გონებრივი განუვითარებლობა, სისხლში ფოლიუმ მჟავას მომატებული შემცველობა, შარდთან ფორმიმინგლუტამინური მჟავას გამოყოფა, ანემია მეგალობლასტებით, ქათმის სიბრმავე, უროსეფსისი, რაც ხდება ლეტალური გამოსავლის უშუალო მიზეზი. დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს ლეიკოციტების რეზისტენტობას პეროქსიდაზა – ოქსიდაზა – სუქცინდეჰიდროგენაზის გამომავლინებელ, შემღებავ ნივთიერებათა

Read More