Tag Archives: გულის

ჰოლმსის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰოლმსის სიმპტომი – გულის ორტოდიაფრაგმის გამოხატული გაფართოება ფუძესთან, როდესაც ავადმყოფი წევს და სხეულის ქვემო ნახევარი აწეული აქვს ზევით (ტრენდელენბურგის მდებარება) და დიაფრაგმის მიდამოში, როდესაც ავადმყოფი ფეხზეა. დამახასიათებელია ექსუდატიური პერიკარდიტისათვის. [“3”] გაფრთხილება!  

ჰისის კონის ფეხის ბლოკადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისის კონის ფეხის ბლოკადა – პარკუჭთაშიგა გამტარებლობის დარღვევა. შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან წარმოიქმნას გულის იშემიური დაავადების, მიოკარდიტის და სხვ. შედეგად. ვლინდება მხოლოდ ელექტროკარდიოგრაფიულად; მკურნალობას არ საჭიროებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰიპომაგნიემია

ჰიპომაგნიემია  – ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპომაგნიემია – სისხლის შრატში მაგნიუმის შემცველობის დაქვეითება. ეტიოლოგია, პათოგენეზი მიზეზები: არარაციონალური კვება, ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლა, ჰიპოდინამია, სტრესი, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ორსულობა და ლაქტაცია, ჰორმონალური კონტრაცეფცია, მრავალი ავადმყოფური მდგომარეობები. სიმპტომები, მიმდინარეობა ვლინდება სისუსტით, დეპრესიით, თავის ტკივილით, არტერიული ჰიპერტენზიით, გულის რითმის დარღვევებით, თრომბოზებისადმი, კრუნჩხვებისადმი, ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილებით.

Read More

ჰიპოკალიემია

ჰიპოკალიემია – სისხლის შრატში კალიუმის დაქვითებული შემცველობა. მიზეზები: კალიუმის არასაკმარისი მიღება საკვებ პროდუქტებთან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია, ჰიპერალდოსტერონიზმი, დიურეტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა და სხვ. ჰიპოკალიემიის ძირითადი გამოვლინებაა – სისუსტე, კრუნჩხვები, გულის რიტმის დარღვევები. მკურნალობა – კალიუმის პრეპარატები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ჰიპოდინამია გულის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოდინამია გულის – (hypodynamia cordis)გულის შეკუმშვათა სიძლიერის შემცირება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა