Tag Archives: გული

მწვავე ფილტვისმიერი გული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მწვავე ფილტვისმიერი გული – ვითარდება ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის და მასთან ერთად განვითარებული ფილტვის ინფარქტის შედეგად (იხ.). ფილტვის არტერიაში წნევის მკვეთრი მომატება იწვევს მარჯვენა პარკუჭის შეკუმშვითი ფუნქციის უკმარისობას, მის გაფართოებას და მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის განვითარებას. სიმპტომები. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია ვითარდება გულსისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებების ფონზე, აგრეთვე ოპერაციების შემდეგ.

Read More

მოხუცებულობითი გული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მოხუცებულობითი გული – სიბერისთვის დამახასიათებელი გულის ცვლილებათა ურთიერთშერწყმა: დიფუზური წვრილკეროვანი კარდიოსკლეროზი, მიოკარდიუმის ატროფულ – დისტროფიული ცვლილებები, გულის კედლის ლიპომატოზი; ვლინდება მიოკარდიუმის გამტარობის დარღვევით და შეკუმშვის უნარის დაქვეითებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა