Tag Archives: გულმკერდის

შუასაყარი

შუასაყარი – (mediastinum)გულმკერდის ღრუს ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია გულმკერდის უკანა ზედაპირით  –  წინიდან, ხერხემლის გულმკერდის ნაწილით – უკანიდან, მარჯვენა და მარცხენა მედიასტინალური პლევრით – გვერდებიდან, გულმკერდის ზედა აპერტურით ზევიდან, და დიაფრაგმით ქვევიდან. ტოპოგრაფანატომები შუასაყარს განსაზღვრავენ, როგორც ორგანოთა კომპლექსს, რომლებიც მდებარეობენ გულმკერდის ღრუში მარჯვენა და მარცხენა მედიასტინალურ პლევრებს შორის. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი

Read More

შერყევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შერყევა – (ლათ. commotio) ქსოვილებისა და ორგანოების დახურული მექანიკური დაზიანება, რომელიც ხასიათდება მათი ფუნქციის დარღვევით, ნათლად გამოხატული მორფოლოგიური ცვლილებების გარეშე; ხშირად აღინიშნება თავის, ზურგის ტვინისა და გულმკერდის შერყევები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ღრუ ვენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღრუ ვენები – ადამიანის მთავარი ვენები – ზემო და ქვემო ღრუ ვენები, სადაც საბოლოოდ ერთდება სხეულის ყველა ვენა და საიდანაც მთელი სხეულის ვენური სისხლი ჩადის მარჯვ. წინაგულში. ზემო ღრუ ვენის სიგრძეა 5 – 6 სმ, დიამეტრი – 2 სმ, შექმნილია მხართავის ორი ვენის შეერთებით მარჯვ. პირველი ნეკნის

Read More

ქსიფოიდალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსიფოიდალგია – ტკივილი გულმკერდის მახვილისებრი მორჩის მიდამოში, რომელიც შესაძლებელია გაძლიერდეს საკვების დიდი რაოდენობით მიღებისას, მოხრისა და გაშლის დროს, სხეულის მოტრიალებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფილტვისმიერი გული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვისმიერი გული – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის შედეგად გულის მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიით და (ან) დილატაციით; წარმოიქმნება, როგორც წესი, ბრონქების, ფილტვების, ფილტვის სისხლძარღვების, დიაფრაგმის, პლევრისა და გულმკერდის დაზიანებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა