Tag Archives: დაავადებებისას

ჰიპოვენტილაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოვენტილაცია – ფილტვების არასაკმარისი ვენტილაცია, რაც იწვევს სისხლში ნახშირმჟავას შემცველობის მომატებას და ჟანგბადის შემცველობის დაქვეითებას. მიზეზები: სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა თავის ტვინის დაავადებებისას, ზოგიერთი წამლის მიღება (მაგ. ნარკოტიკული ანალგეტიკები), ნერვულ – კუნთოვანი დაავადებები, გულ – სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის დაავადებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

ცხელება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხელება – ორგანიზმის რეაქცია პათოგენურ გამღიზიანებლის ზემოქმედებაზე (ინფექცია, მიკრობთა დაშლის პროდუქტები, ნებისმიერ ქსოვილი), გამოხატული სხეულის ტემპერატურის მომატებით; ცხელება წარმოადგენს შემგუებელ რეაქციას, რომელიც ზრდის ორგანიზმის ბუნებრივ მდგრადობას ინფექციური დაავადებებისას, მაგრამ ზედმეტად მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა გარკვეული ზიანი გამოიწვიოს (ბავშვებში–კრუნჩხვები) გაფრთხილება! ♦ როგორ უნდა შევარჩიოთ და შევიძინოთ თერმომეტრი იხილეთ სპეციალურ სტატიაში

Read More

ღებინება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღებინება – კუჭის შიგთავსის უნებლიე, ბიძგისმაგვარი ამოსროლა პირიდან. აღნიშნული აქტი რეგულირდება სპეციალური ღებინების ცენტრის მიერ, რომელიც კოორდინაციას უწევს პილორუსის, კუჭის მუსკულატურის, აგრეთვე სასუნთქი და მუცლის პრესის კუნთების შეთანხმებულ შეკუმშვებს. ღებინება შესაძლოა განვითარდეს რეფლექტორულად ისეთი ზონების გაღიზიანებისას, როგორებიცაა ენის ძირი, რბილი სასა, კუჭის, ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი გარსი და

Read More

სინათლის შიში

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინათლის შიში – სინათლის გამღიზიანებლისადმი თვალის მომატებული მგრძნობელობა; აღინიშნება, მაგალითად, თვალის წინა ნაწილის ანთებითი დაავადებებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სანაღვლე გზების დისკინეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სანაღვლე გზების დისკინეზია – ნაღვლის ბუშტის, ნაღვლის სადინრების, სფინქტერების ტონუსისა და შეკუმშვის დარღვევა, მათი ნერვული და ჰუმორული რეგულაციის მოშლის გამო. აღინიშნება ნევროზული მდგომარეობების, სანაღვლე გზების დაავადებების, კუჭქვეშა ჯირკვლის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის და სხვ. დაავადებებისას. ვლინდება გულისრევით, ღებინებით, მეტეორიზმით, ტკივილით მარჯვენა ფერდქვეშა არეში და სხვ. დიაგნოზი დგინდება ულტრაბგერითი

Read More