ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკო – ლეიდენის კრისტალები – (J. М. Charcot, 1825—1893, ფრანგი ნევროპათოლოგი; Е. V. Leyden, 1832—1910, გერმანელი ნევროპათოლოგი; სინ. ბიცოცერო – ნეიმანის კრისტალები) – გლუვი, უფერო, ოქტაედის ფორმის კრისტალები, რომელიც ვლინდება ბრონქული ასმით ან ასთმური ბრონქიტით დაავადებულის ნახველის მიკროსკოპული გამოკვლევისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრანზიტივიზმი – (ლათ. transitivus – გარდამავალი)ფსიქიკურად დაავადებულის დაჯერება იმაში, რომ რაიმე შეგრძნებებს და განცდებს განიცდის არა მხოლოდ თვითონ, არამედ მის ირგვლივ მყოფი ადამიანებიც, ან მხოლოდ სხვა ადამიანები, რომლებიც თითქოსდა ავადმყოფები არიან, მაშინ როდესაც თვითონ ის ჯანმრთელია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინტერიორიზაცია – (ლათ. interior – შიგნითა) 1. ფსიქიატრიაში – ფსიქიურად დაავადებულის მიერ მისთვის ამაღელვებელი გარემოებების, მოვლენების განცდა ფარულად გარშემომყოფებისაგან, ჩაკეტილობა; 2. ფსიქოლოგიაში – გარე ქმედებების გარდაქმნის პროცესი შიგა ფსიქიკურ პროცესებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვან – გოგის სინდრომი – (ჰოლანდიელი მხატვრის სახელის მიხედვით) ფსიქიკურად დაავადებულის მიერ საკუთარი სხეულის დაზიანება (სხეულის ნაწილების მოკვეთა, ფართო ჭრილობები) ან მოთხოვნა რომ ჩაუტარონ ქირურგიული ჩარევა; განპირობებულია იპოქონდრიული ბოდვებით, ჰალუცინაციებით, იმპულსური ქმედებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა