Tag Archives: დაგროვების

მაკ – არდლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკ – არდლის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, გლიკოგენოზის სახესხვაობა. დაკავშირებულია ფერმენტ ფოსფორილაზის უკმარისობასთან კუნთებში, რაც იწვევს მათში გლიკოგენის დაგროვებას. ვლინდება ბავშვობის ასაკში კუნთების ტკივილებით, სისუსტითა და მსუბუქი ჰიპოტროფიით. მძიმე შემთხვევებში ვითარდება მიოგლობინურია. მიოკარდიუმში გლიკოგენის დაგროვების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს გულის უკმარისობა. გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. მკურნალობა სიმპტომატურია.

Read More

ლიპოიდოზი იდიოპათიკური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიპოიდოზი იდიოპათიკური – (lipoidosis idiopathica) დაგროვების დაავადება, რომელიც ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსების ქსანთომატოზით, ჰეპატომეგალიით, ლიპემიით, ჰიპერქოლესტერინემიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა