Tag Archives: დადგენა

ანოვულატორული ციკლი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანოვულატორული ციკლი – ოვულაციისა და ყვითელი სხეულის განვითარების გარეშე მიმდინარე მენსტრუალური ციკლი, რეგულარული სისხლდენის შენარჩუნებით. აღინიშნება მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბების (მენარქე), კლიმაქსის და, იშვიათად, შვილოსნოსნობის პერიოდში. ანოვულატორული ციკლი განპირობებულია საკვერცხეების გონადოტროპული სტიმულაციის არასკმარისობით, ასევე ზოგჯერ ჰიპოფიზის მიერ პროლაქტინის გადაჭარბებული სეკრეციით. დიაგნოზის დადგენა ხდება ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტების საფუძველზე. გაფრთხილება!

Read More

ამენორეა

ამენორეა – (გინეკ.) მენსტრუაციის არარსებობა. განარჩევენ ფიზიოლოგიური და პათოლოგიურ ამენორეას. ფიზიოლოგიური ამენორეა გვხვდება სქესობრივ მომწიფებამდე, ორსულობის და ბავშვის ძუძუთი კვების (ყოველთვის არა!) პერიოდში, აგრეთვე ხანშიშესულ და მოხუცებულობით ასაკში მენოპაუზის პერიოდში. კრიპტომენორეა – ფარული (ცრუ) მენსტრუაცია. კლინიკურად გამოიხატება ცერვიკალური არხის შეხორცების, სასქესო ორგანოების განვითარების მანკების ან ერთიანი საქალწულე აპკის შედეგად განვითარებული ამენორეით. პათოლოგიური ამენორეა შესაძლოა განპირობებული

Read More