Tag Archives: დადებით

ციტოლიზომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოლიზომები – (cytolysomata იხ.ციტოლიზი) ციტოპლაზმაში ვაკუოლები, რომლებიც ციტოპლაზმის დროს წარმოიქმნებიან. ისინი შეიცავენ უჯრედის მიტოქონდრიების მთლიან ან სხვა სტრუქტურული კომპონენტების ნარჩენებს და მჟავე ფოსფატაზაზე დადებით რეაქციას იძლევიან. ტერმინი შემოიღო (1962) ა.ნოვიკოვმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ქრომატინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომატინი – (chromatinum ბერძნ.chroma, chromatos  –  შეღებვა, ფერი)  უჯრედის ბირთვის ნივთიერება, რომელიც ძირითადი საღებარებით ძლიერ იღებება. ქიმიურად ქრომატინი რთული ცილაა, რომლის შემადგენლობაში შედის დნმ და ჰისტონები. ბირთვული ქრომატინის დნმ იძლევა ფელგენის დადებით რეაქციას, რასთან დაკავშირებითაც ზოგჯერ ქრომატინს ფელგენ – პოზიტიურ ნივთიერებას უწოდებენ. ქრომატინი შედგება სხვადასხვა თვისებების ორი

Read More

ქატოსებრი ლიქენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქატოსებრი ლიქენი – კანის სოკოვანი დაავადება. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია საფუარისებრი სოკო Pityrosporum orbiculare, რომელიც პარაზიტობს ეპიდერმისის რქოვან შრეში. წინასწარგანმწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება მომატებული ოფლიანობა, სებორეული დიათეზი. კლინიკური სურათი. გულმკედის, ზურგის, კისრის, იშვიათად მხრის სარტყლის კანზე და თავის თმიანი ნაწილზე ჩნდება მცირე ზომის (დიამეტრით 3 – 5 მმ) არაანთებითი,

Read More

ფონოფორეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფონოფორეზი – მკურნალობის მეთოდი, რომელიც მდგომარეობს ავადმყოფის სხეულის გარკვეულ უბნებზე ულტრაბგერის ზემოქმედებით და მის ზედაპირზე ხსნარების, ემულსიების, ან მაზების დადებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფელგენის რეაქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფელგენის რეაქცია – ციტოქიმიაში ფართოდ გამოყენებული რეაქცია დნმ – ის გამოსავლენად. დამყარებულია შიფის რეაქტივში შემავალი ფუქსინ – გოგირდმჟავას უნარზე, გახდეს მოწითალო – იისფერი შეფერილობის ალდეჰიდის ჯგუფებთან შეერთების დროს. ეს ჯგუფები თავისუფლდება დნმ – ის მოლეკულებში მსუბუქი ტემპერატურული და მჟავა ჰიდროლიზის შედეგად. უჯრედის კომპონენტებს, რომლებიც იძლევიან ფელგენის დადებით

Read More