Tag Archives: დაზიანებების

ჰიპოალბუმინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოალბუმინემია – სისხლის შრატში ალბუმინების შემცველობის შემცირება. აღინიშნება ნეფროზული სინდრომის (გლომერულონეფრიტი, ამილოიდოზი, შაქრიანი დიაბეტი), ღვიძლის უკმარისობის (ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი), შიმშილობის, რბილი ქსოვილების მნიშვნელოვანი დაზიანებების დროს (დამწვრობა, აბსცესები), ასევე თირკმელების უკმარისობის და სხვ. დაავადებების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ძვლოვანი ლეონტიაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლოვანი ლეონტიაზი – ქალას, უპირატესად მისი სახის ნაწილის დაზიანებების კრებითი აღნიშვნა, სახის დამახინჯებით. ამ დროს პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება ზედა და ქვედა ყბებში, ყვრიმალის, ცხვირისა და სხვ. ძვლებში და ხასიათდება  ცალმხრივი ან ასიმეტრიული ჰიპეროსტოზით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცერებრული კრიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრული კრიზი – ტერმინი, რომელიც გამოიყენება თავის ტვინის პაროქსიზმული დაზიანებების აღსანიშნავად. განსხვავებით ჰიპერტონული კრიზისაგან, იგი ხასიათდება არტერიული წნევის ნაკლებად მკვეთრი მომატებით და მეტად გამოხატული ზოგადტვინოვანი გამოვლინებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფსევდონევრასთენული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდონევრასთენული სინდრომი – (syndromum  pseudoneurasthenicum;  ბერძ. pseudes  ცრუ + ნევრასთენია) ნევრასთენიისათვის დამახასიათებელი დარღვევების (მომატებული აგზნებადობა, გამოფიტვა, ძილის დარღვევა, შრომისუნარიანობის დაქვეითება და სხვ.) შერწყმა ორგანული ფსიქოსინდრომის ნიშნებთან (მეხსიერების შესუსტება, აზროვნებისა და გონებრივი პროდუქტიულობის დონის დაქვეითება და სხვ.); აღინიშნება თავის ტვინის ორგანული დაზიანებების დროს, ან მძიმე დაავადებების შემდეგ. გაფრთხილება!

Read More

ტუბერკულიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტუბერკულიდი – ტუბერკულოზის დროს კანის ალერგიული ან ტოქსიკური დაზიანებების საერთო სახელწოდება. ხასიათდება გამონაყრის ელემენტებში გამომწვევის არარსებობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა