Tag Archives: დაზიანებისას

ჰიპოთალამური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოთალამური სინდრომი – 1. სიმპტომთკოპლექსი, რომელიც გამოწვეულია ჰიპოთალამუსის დისფუნქციით თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად. კლინიკური სურათი ყალიბდება ნეიროენდოკრინული (ჰიპოპიტუიტარიზმი პროლაქტინემიასათან ერთად, უშაქტო დიაბეტთან ან ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომთან), კვების დარღვევებით (მგლის მადა, ან ანორექსია) ვეგეტატიური დისფუნქციით, ვეგეტატიური კრიზების ჩათვლით წყალ – ელექტროლიტური და ნახშირწყლოვანი ბალანსის, თერმორეგულაციის,

Read More

ჰიპოგონადიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოგონადიზმი – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია საკვერცხეების ან სათესლეების მიერ სასქესო ჰორმონების დაქვეითებული სეკრეციით. მისი ძირითადი ნიშანია მეორადი სასქესო ნიშნების არარსებობა ან განუვითარებლობა. შესაძლოა იყოს თანდაყოლილი (მაგ. კლაინფენტერის სინდრომის დროს), ან აღინიშნებოდეს კრიპტორქიზმის დროს, სასქესო ჯირკვლების ტოქსიკური, ინფექციური, სხივური დაზიანებისას, ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევისას. ჩვენების

Read More

ცილინდრურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცილინდრურია – შარდთან ცილინდრების – ცილინდრული ფორმისა და სხვადასხვა ზომის ცილოვანი ან უჯრედული წარმონაქმნების, – გამოყოფა. აღინიშნება თირკმელების პარენქიმის დაზიანებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცივი აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცივი აბსცესი – ჩირქგროვა, წარმოქმნილი ძვალ – სახსროვანი აპარატისა და ლიმფური კვანძების პირველადი დაზიანებისას ტუბერკულოზური პროცესის აქტიური გავრცელების შედეგად გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქრონიკული კოლიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთება, ჩვეულებრივ ვითარდება ინფექციური და პარაზიტული ბუნების დაზიანებისას, აგრეთვე არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს. (იხ.). ზოგჯერ დაზიანება შეიძლება შემოიფარგლოს მსხვილი ნაწლავის გარკვეული უბნებით (სიგმოიდიტი, პროქტიტი). ქრონიკული კოლიტი ხშირად ერევათ ნაწლავების ფუნქციონალურ დარღვევებში (მაგალითად ჩვეულებრივი შეკრულობები). მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაზიანების ერთერთი მიზეზია ინტოქსიკაცია,

Read More