Tag Archives: დაზიანებულ

სახის ჰემისპაზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სახის ჰემისპაზმი – სახის ჰიპერკინეზი, ჩვეულებრივ ცალმხრივი,  რომელიც ხასიათდება სახის ნერვის მიერ ინერვირებადი კუნთების უნებლიე შეკუმშვების პაროქსიზმებით. უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია მცირე არტერიის ან ვენის ნერვის მიჭყლეტვასთან, იშვიათად – სიმსივნესთან ან არტერიოვენურ მალფორმაციასთან. ზოგჯერ ეფექტურია ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, რეზისტენტულ შემთხვევებში იყენებენ ნერვის მიკროვასკულარულ დეკომპრესიას ან ბოტულოტოქსინის ინექციას დაზიანებულ

Read More

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი)

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი) – (თვალის დაავ.) კონიუნქტივის სამკუთხედის ფორმის ნაკეცი, რომელიც გადადის რქოვანაზე შიგნითა, იშვიათად გარეთა მხრიდან. ზრდა ნელა მიმდინაეობს. მხედველობა უარესდება, როდესაც ფრთისებრი აპკი აღწევს გუგის მიდამოს. ეტიოლოგია. ქარით, მტვრით, მძაფრი ანაორთქებისგან და ა.შ. კონიუნქტივის ქრონიკული გაღიზიანება. ცრუ პტერიგიუმი, რომელიც რქოვანაზე გადადის ნებისმიერი მხრიდან, წარმოიქმნება კონიუნქტივის ნაკეცის რქოვანას დაზიანებულ ზედაპირთან (წყლული, დამწვრობა) შეხორცების შედეგად.

Read More