Tag Archives: დაზუსტება

ფორმალიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფორმალიზაცია – (ლათ. Forma – სახე, ხატი)შემეცნების შინაარსის დაზუსტება, იგი ხორციელდება სინამდვილის მოცემული სფეროს შესასწავლ ობიექტებთან, მოვლენებთან, პროცესებთან, ზოგიერთი ისეთი მატერიალური კონსტრუქციის გარკვეული შედარების გზით, რომლებსაც უფრო მდგრადი ხასიათი აქვთ და ამიტომ განსახილველი ობიექტების არსებითი და კანონზომიერი მხარეების გამოვლენისა და ფიქსირების საშუალებას იძლევიან. ფორმალიზაციის, როგორც გნოსეოლოგიური ხერხის

Read More

სასქესო ასოს კიბო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასქესო ასოს კიბო – შედარებით იშვიათი დაავადებაა. შესაძლოა განვითარდეს სიმსივნის წინა დაავადებების ფონზე (ლეიკოპლაკია, კეირის ერითროპლაზია და სხვ.). თითქმის ყოველთვის ვითარდება  ბრტყელუჯრედოვანი კიბო, დიფერენცირების მაღალი ხარისხით. ჩვეულებრივ ზიანდება სასქესო ასოს სხეული; ურეთრა პროცესში იშვიათად ერთვება. მეტასტაზები წარმოიქმნება ორივე მხარეზე საზარდულის, მენჯის, პერიტონეუმის გარე ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში. სიმსივნე

Read More

სასულე – საყლაპავის ფისტულა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასულე – საყლაპავის ფისტულა – მის განვითარებას უკავშირებენ ემბრიოგენეზის პერიოდში ე. წ. პირველადი ნაწლავის არასწორ დაყოფას სასუნთქ და საყლაპავის მილებად. ფისტულა მდებარეობს, როგორც წესი, მაღლა, ხერხემლის 1 – ლი მალის დონეზე. კლინიკური სიმპტომატიკა დამოკიდებულია ფისტულის დიამეტრზე. საკვების გადასროლისას საყლაპავიდან სასუნთქ გზებში წარმოიქმნება ხველის  და ციანოზის შეტევები ბავშვის

Read More

მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი – წარმოქმნას უკავშირებენ კოლინჯის დისტალურ ნაწილებში სეგმენტული წნევის ხანგრძლივ მომატებას, მოტორული ფუნქციის რეგულარული დარღვევების შედეგად ნაწლავის კედლის შემაერთებელქსოვილოვანი და კუნთოვანი ელემენტების ასაკობრივი დისტროფიული ცვლილებების ფონზე. დივერტიკულებში განავლოვანი მასების შეჩერება იწვევს ლორწოვანი გარსის ტრავმირებას, ანთებითი პროცესის განვითარებას (დივერტიკულიტი), რომელიც ვრცელდება ნაწლავის კედლის მიმდებარე ნაწილებზე და

Read More

იუნგის სარკომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი იუნგის სარკომა – ავთისებიანი სიმსივნე, რომელიც აღინიშნება ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში. ლოკალიზდება უპირატესად გრძელ ლულისებრ ძვლებში. ვლინდება ტკივილით და შეშუპებით სიმსივნის ადგილზე. დამახასიათებელია ტალღისებური მიმდინარეობა ცხელებითა და ლეიკოციტოზით, რაც კლინიკურად მოგვაგონებს ოსტეომიელიტს. მეტასტაზირდება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, ღვიძლსა და ძვლებში. დიაგნოზის დაზუსტება ხდება რენტგენოლოგური გამოკვლევით. მკურნალობა: სხივური

Read More